1 მაისს, სოხუმის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა 46 წლამდე მოქალაქეს ქალაქის სანაპიროზე გაუხსნა ცეცხლი.
დაზარალებული, ქვედა კიდურში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს „აფსნიპრესი“.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს ღონისძიებები მისი ადგილმდებარეობის დადგენისა და დასაკავებლად.
გამოცემის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა საგანგებო თათბირი გამართა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს დანაშაულის მოკლე დროში გამოძიებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები