ახალი ამბები
დაკავება არ იყო, ეს იყო გატაცება, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია - როსტომ ზარანდია
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დაკავება არ იყო, ეს იყო გატაცება. თერთმეტის ნახევარზე გამიტაცეს ცემა - ცემით და მანქანაში ცალკე ცემა - ფურთხებით, მაგრამ დილის ხუთ საათზე დაწერეს (ოქმი - რედ.), გადაიწერა ერთმა "მილიციელმა" მეორისგან, რომ „იგინებოდა - ილანძღებოდა“, როგორც სტანდარტული წესი, მეტი სხვა არაფერი მიწერია, რომელიც გააფორმეს დილის 5 საათზე. 163 -ე წერია და გადაკეთებულია 166-ე და 173-ე მუხლებად. ვინც თავიდან ადგენდა ოქმს ის გადაშლილია და სხვა არის მიწერილი. კარგად ნაცემი ვარ, ტუჩი მაქვს გახეთქილი და წვერი მაქვს დაპუტული ნახევარზე. უხაროდათ, წვერს რომ მაპუტავდნენ. წვერით დამაკავეს, მოხერხებული აღმოჩნდა მათთვის ეს“, - ამბობს ზარანდია.

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ თბილისში 30 აპრილი - 1 მაისის აქციის ღამეს დააკავა, რომელზეც მოქალაქეები „აგენტების“ კანონს აპროტესტებდნენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით 1 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 23 დეპუტატი. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს.

"აგენტების" საწინააღმდეგო აქცია, 2 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე მანიფესტაციების ფონზე, ზუგდიდში ისევ გაიმართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.