ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა ადგილობრივები ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან დღის განმავლობაში მიკროავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას", - ეს პროტესტანტების მთავარი სათქმელია.
"აგენტების" კანონის ხელახალი ინიცირების დღიდან ზუგდიდში
მშვიდობიანი აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები