ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარის ტერიტორიაზე, მეგრული ენის დღე აქციით აღნიშნეს. შეკრებილებმა გაშალეს ბანერი წარწერით: რინა მარგალურ ნინას (მეგრ.) - სიცოცხლე მეგრულ ენას.
სამოქალაქო აქტივისტების თვითორგანიზებული ჯგუფის ერთ - ერთმა წევრმა, მალხაზ ლატარიამ აღნიშნა, მათ სურთ ხალხს დაანახონ პრობლემა, რომელიც, როგორც ამბობს, დიდი ხანია, არსებობს და არსად გამქრალა.
„ჩვენი პირველი მოთხოვნა არის, რომ პარლამენტში დადგეს საკითხი, მეგრულ ენას მიენიჭოს რაიმე სახის სტატუსი, მაგალითად, რეგიონალურის... სამეგრელო არის საქართველოს ძირძველი რეგიონი და როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამას ვითხოვთ“, - აღნიშნა მან.
მეგრული ენის დღე ზუგდიდში ყოველწლიურად, 29 მაისს, 2013 წლიდან აღინიშნება სიმბოლურად. თარიღი ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით შეირჩა.
ამავე თემაზე:
"რინა მარგალურ ნინას" - ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს (ფოტო)
უნდა ისწავლებოდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები სკოლებში - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
პრეზიდენტი სკოლებში მეგრულისა და სვანურის სწავლების ინიციატივით გამოდის
მასალის გამოყენების პირობები