გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, ადგილობრივი მცხოვრების სავაჭრო ობიექტი შეამოწმეს „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე.
შედეგად, მაღაზიის დამხმარე ნაგებობაში, ქართული მარკირების მქონე, 6 ბოთლი (სულ 36 ლიტრი) ღვინო აღმოაჩინეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
ამავე ცნობით, ე.წ. მებაჟეებმა პროდუქცია ამოიღეს, საქმის მასალები კი „შესაბამის უწყებებს გადასცეს შემდგომი რეაგირებისთვის“.
ცნობისთვის, სოხუმმა ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე აკრძალვა ნაწილობრივ
გააუქმა. აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა საქართველოსთან "საზღვარზე" ტვირთების გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები