აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე აკრძალვა.
"ეხო კავკაზას" თანახმად, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი "პრეზიდენტის", სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ტვირთების გადაადგილება.
ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე დაუშვებენ შემდეგი სახის საქონლის გადატანას:
- მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები;
- სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალები;
- ცოცხალი შინაური ფრინველი;
- შინაური პირუტყვის საკვები;
- სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები;
- საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთები.
აფხაზეთის ოპოზიციური "სახალხო მოძრაობის" წარმომადგენელმა ომარ სმირმა ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას "საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის" შესახებ, უწოდა აპოგეა იმ ფონზე, როცა აფხაზეთში საუბრობენ საქართველოდან შესაძლო საფრთხის გამო სრული საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობაზე და სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ლიდერმა ტიმურ გულიამ ბჟანიას გადაწყვეტილებას "სპეციალური ოპერაცია" უწოდა.
"ხალხისგან მალულად, თანამდებობის პირთა ვიწრო წრეს სურს საქართველოდან შემოიტანოს ცოცხალი ქათმები, ცხოველების სხვადასხვა საკვები, სათესლე მასალა, ავტომობილები, მანქანების სათადარიგო ნაწილები, ზეთები და ა.შ. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ვიმსჯელოთ კანონის შესახებ. "უცხოური აგენტები" არასამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თუ ჩვენი ჩინოვნიკები იგივეს აკეთებენ? - წერს ოპოზიციონერი Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები