რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით
შეზღუდული იყო.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგა ორმხრივ რეჟიმში.
ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა რამდენიმე საათით
9 ივნისსაც იყო შეზღუდული.
მასალის გამოყენების პირობები