წალენჯიხის "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც წელს ტურინი მასპინძლობს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აკადემიის აღსაზრდელებმა ამჯერად პოლონეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და ჯგუფიდან პირველი
ადგილით გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა.
ამავე ინფორმაციით, ისინი ტურნირში მონაწილე 8 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ და შემდგომ ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ,
გუშინ წალენჯიხელმა ბავშვებმა ლონდონთან 12:01 მოიგეს, საღამოს კი ლოს ანჯელესი 4:00 დაამარცხეს.
ინფორმაციისთვის, "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად 30 მაისს გაიხსნა. გახსნას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ
ტრეზეგე ესწრებოდა.
ამავე თემაზე:წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა - "ლელო"
იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია წალენჯიხაში-მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები