29-30 ივნისს წალენჯიხაში ,,გრანელის პარკში’’ რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება.
ღონისძიებაში ათობით ავტორი და არაერთი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენა - გაყიდვა, ასევე დაგეგმილია წიგნის პრეზენტაციები, მათ შორის, შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
ფესტივალის დახურვა წალენჯიხის არტმეურნეობის პარკში გაიმართება.
წალენჯიხაში სამდღიანი ლიტერატურული ფესტივალი პირველად
2022 წელს გაიმართა.ამავე თემაზე:წალენჯიხა ლიტერატურულ ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს
წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი მიმდინარეობს (ფოტო)
წალენჯიხაში წიგნის ფესტივალი გაიხსნა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები