საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მეორე წუთზე პორტუგალიის ნაკრების კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეორე გოლი კი პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
" ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენის "აუფ შალკე არენაზე" გაიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან შეხვედრა თანაბარი ქულით 1:1 დაასრულა.
ამავე თემაზე:დღეს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან ითამაშებს
ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე ევრო 2024-ს მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებთ
მასალის გამოყენების პირობები