ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიის ხელმძღვანელების გადაყენება 21-ედ გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 21-ედ ვერ შედგა კვორუმი. შესაბამისად, სხდომა, რომელზეც გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, კიდევ ერთხელ გადაიდო.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას წერილით მიმართა და მოუწოდა,  შეწყვიტონ საკრებულოს საქმიანობის ბოიკოტირება.

"მოგიწოდებთ, როგორც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ,საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს", - წერს ფარულავა.

წერილში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო კვორუმის არარსებობის გამო ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, 10 აპრილს ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირეს. 31 მაისიდან კი ვერ ხერხდება სხდომების განახლება. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში არ გამოცხადდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.

დღის წესრიგის მიხედვით, მათ, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე: 

ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ზუგდიდში კვლავ გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოში "ენმ" და "ქართული ოცნება" არ გამოცხადდა - თავმჯდომარის გადაყენება კვლავ გადაიდო

სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.