რეგიონი
ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მარტვილის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო)
ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 29 ივნისს, მარტვილის მერიასთან აქცი გამართეს.

,,ოდაბადე არ იყიდება'', ,,ბუნება ეკუთვნის ხალხს, თბილისშიც, რაჭაშიც ბალდაშიც'',  ,,თავისუფლება ინდიკო ბჟალავას'', ,,დაუბრუნდეს ბალდა ბალდელებს'', ,,ბალდა დარჩება დაუკრეფავი'', ,,ვაშინერს'', - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სხვადასხვა ქალაქებიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ და სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის კერძო კომპანიისთვის გადაცემა ისევ გააპროტესტეს.

პროტესტის ერთ - ერთი მონაწილე ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქუმდეს იჯარის ხელშეკრულება, რომელიც უკანონოდ გაიცა და გაათავისუფლონ ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, უკანონოდ დაკავებული ინდიკო ბჯალავა. ის აცხადებს, რომ უკან არ დაიხევენ, იბრძოლებენ ღირსეულად და საქმეს მიიყვანენ ბოლომდე.

,,დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ჩვენს ოდაბადეს, ჩვენ ვებრძვით კომპანიას, რომელიც შემოვიდა ტერორით, ადგილზე სადაც ჩვენ ვიზრდებოდით, ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ წაგვართვან და ამ ადგილის მონეტიზაცია მოახდინონ, არავის არაფერი არ გვკითხეს და ოდაბადის შენარჩუნების მიზნით აქიდან დაიწყო პროტესტი, რომელიც უკვე გადაიზარდა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დააპატიმრეს უდანაშაულო ადამიანი ინდიკო ბჟალავა, ადამიანი რომლისგანაც არავის არ ახსოვს რაიმე სახის ძალადობა, ყველაზე მშვიდობისმყოფელი ჩვენს შორის ვინც იყო, ვინც სულ მიტევებაზე საუბრობდა ის ადამიანი ჩასვეს ციხეში, რომ გვევაჭრონ დამნაშავეებით... ჩვენ სახეს არ დავკარგავთ, როგორ ღირსეულადაც დავიწყეთ ეს საქმე, ისე ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე, ჩვენ ვიბრძვით იმ ფასეულობებისთვის, რომელიც ბევრად უფრო მეტია ვიდრე ფული, იმ ფასეულობისთვის, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს დაბადებიდან, გამარჯვებით ამ ყველაფერს პასუხს გავცემთ, გამარჯვება იქნება ჩვენი პასუხი ამ უსამართლობაზე', - აღნიშნა ცოტნე თვარაძემ.

ცნობისთვის, თვეებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

ამავე თემაზე:


პოლიციამ ბალდის კანიონის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავა

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ადგილობრივთა პროტესტი გრძელდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
დღის სიახლეები
01 / ივლისი 2024
"ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ადგილებში, მომრავლდნენ წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, რომლებიც ანადგურებენ მწვანე ნარგავებს. სანაგვე ურნებიდან
01 / ივლისი 2024
სოხუმის მილიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი, ე.წ. პროკურატურის შუამდგლომლობით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
01 / ივლისი 2024
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ ზებრაზე გადასვლისას ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.