მარტვილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, 1993 წელს დაბადებული, ი.ბ. სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას
სამინისტროს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ამასთან, მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ფეისბუქზე წერს, რომ მომჩივანი კარავში აქტივისტებზე თავდამსხმელის მეუღლეა და ის დაკავებულ ი.ბ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით მოძრაობის წევრებს სანადირო თოფითა და დანებით თავს
დაესხნენ. დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციისთვის, თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.
სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.
ამავე თემაზე:
ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი
ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა
ბალდის კანიონზე მშენებლობა დროებით შეჩერდება - ადგილობრივები
დაპირისპირება ბალდაში და მხარეების ბრალდებები (ფოტო)
ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ
ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო
მასალის გამოყენების პირობები