სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2019-2023), სამეგრელო-ზემო სვანეთში გაზრდილია იმ ოჯახების   
რაოდენობა, რომლებსაც საარსებო შემწეობის მიღება სურთ. თუმცა, უკანასკნელ ორ წელში სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა შესამჩნევად შემცირებულია.
წლების მიხედვით კი სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება:
რეგისტრირებული ოჯახები:           მიმღები:
2019წ – 34 744                                  16 033
2020წ – 36 966                                  18 588
2021წ – 38 940                                  21 293
2022წ – 40 971                                  16 361
2023წ – 41 735                                  13 088
საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საარსებო შემწეობა 4 932-ით ნაკლებმა მიიღო. 3 273-ით შემცირებულია გასული წლის რიცხვიც.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2023 წელს აღნიშნული სოციალური პროგრამით 5 616 ოჯახი სარგებლობდა. 
ამავე თემაზე:
გასულ წელს ზუგდიდში 12 751 ოჯახს სოციალური დახმარების მიღება სურდა - სტატისტიკა			 
			
მასალის გამოყენების პირობები