აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული მორიგი რუსულ-აფხაზური შეთანხმების წინასწარი განხილვა დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბიზნესმენებისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესებას, წერს „ეხო კავკაზა“.
სოხუმი გეგმავს, რომ აიღოს ვალდებულება რუსი ინვესტორების სარგებლობაში მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, უზრუნველყოს ობიექტებზე საკუთრების უფლების დაცვა, გაათავისუფლოს ისინი „იმპორტზე“ საბაჟო გადასახადისგან, სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას, გაათავისუფლოს ისინი „ქონებისა და მოგების გადასახადებისგან“, კაპიტალური მშენებლობის პროექტების ამოქმედებიდან 8 წლის განმავლობაში და ა.შ.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია, რომ საკუთრების უფლების საინვესტიციო ობიექტზე გადაცემისას, მესამე პირზე მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებაც გადადის.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსული მხარის ვალდებულებაა, არ დაწესდეს ცალმხრივი რაოდენობრივი შეზღუდვები „რუსეთიდან აფხაზეთში საქონლის ექსპორტზე და ასევე, ინვესტორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
„საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარე ბესლან ხალვაშს მიაჩნია, რომ სოხუმისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ინვესტიციების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მოდიოდეს“.
მანამდე, აფხაზი „დეპუტატი“
კან კვარჩია წერდა სოციალურ ქსელში, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტში „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, შესაძლებელია, ივლისის ბოლოს, დაჩქარებული წესით მოხდეს.
ინფორმაციისთვის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი,
ასლან ბჟანიაა.მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა.
ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).
იმავე თემაზე:
სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI
სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა, ახლა ბურთი ენგურს გაღმაა - აფხაზი ვეტერანი „აგენტების“ წინააღმდეგ ქართულ პროტესტზე
აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა
მასალის გამოყენების პირობები