ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ქალაქის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა დაზიანებულია და გამორთულია, გუშინ გვიან ღამით აიღეს.
შადრევნის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიამ
ფეისბუქ გვერდზე წუხელვე გაავრცელა.
მერიის პრესსამსახურში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციიზე ტენდერია გამოცხადებული და უახლოეს მომავალში აღნიშნულ ადგილზე ახალი შადრევანი დამონტაჯდება.
ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე გამოცხადებულ ტენდერში
ვკითხულობთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 14 000 ლარს დახარჯავს.
ცნობისთვის, 2018 წელს შადრევნის იერსახის შეცვლა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა სცადა და ნაწილობრივ
ლურჯად შეღება, თუმცა მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ისევ მწვანედ გადაღებეს. თავდაპირველად, შადრევანი 2005-2007 წლებში განთავსდა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე.
ამავე თემაზე:ზუგდიდის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა გამორთულია, მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით გადაეცა
მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე
ზუგდიდის ცენტრალურ შადრევანს დიზაინი შეუცვალეს
მასალის გამოყენების პირობები