სვანეთში 15 – 21 ივლისს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატრადება. ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის
ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა, ასევე გაიმართება მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო პროგრამების პროექტების პრეზენტაცია.
როგორც ფესტივალის ფეიბუქ გვერდზეა აღნიშნული, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი გაიცემა ორ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
ამავე ინფორმაციით, ფესტივალზე ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე და ღია ცის ქვეშ.
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდის ფილმების რეტროსპექტივა, ძველი ქართული მუნჯური კინოს სპეციალური ჩვენებები, ასევე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საბავშვო კინოჩვენებები.
ფესტივალი, რომელიც წელს მეოთხეთ იმართება, მისი დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და პროდიუსერი თეიმურაზ ჩხვიმიანი. კინოფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და განვითარებაში.
ამავე თემაზე:
მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები