ქალთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფშია
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, მასპინძელი გუნდი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
ისტორიული გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
გამარჯვების გოლი კი ჩხოროწყუელმა მაია ბებიამ გაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები