ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სავარჯიშო მოედანზე განთავსებული ტრენაჟორი, რომელიც, დაახლოებით, 10 დღე დაზიანებული იყო, უკვე
შეაკეთეს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა შალვა აგუმავამ უთხრა.
მისი თქმით, სამუშაოები გუშინ დაასრულეს, სავარჯიშო ინვენტარი შეადუღეს, შეღებეს და ამჟამად, იგი უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლოგუამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული ტრენაჟორი დამტვრეული იყო და ვერ ახერხებდა სავარჯიშო მოედნით სარგებლობას.
ფოტო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი / Zugdidi Botanical Garden
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სავარჯიშო მოედანზე განთავსებული ტრენაჟორი დაზიანებულია
მასალის გამოყენების პირობები