სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
"კვალი არ აგვრევია, ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც, დაახლოებით, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა და გადავიფიქრეთ. ამის მერე, ტყეში წამოვედით და 5 დღე ვიარეთ. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით", - ამბობს ის.
შეგახსენებთ, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ახალგაზრდებს 6 დღე ეძებდნენ. ძებნა-შველის ოპერაციაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ამავე თემაზე:
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, მაშველები ორ დაკარგულ ადამიანს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები