ახალი ამბები
ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა სულხან ორჟონიამ უთხრა.

"ქალაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 112-ის სამსახურმა ორი მოზარდი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. ამჟამად ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან, ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, დინამიკაში, ორივეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მათი კლინიკიდან გაწერას, ვერ გეტყვით წინასწარ, ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმში ვართ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.