ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებიან დაღუპული მცირეწლოვნების დედა და ხანძარს გადარჩენილი და-ძმა.
მეზობლების თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, ამჟამად კი ისინი, დედასთან ერთად, საცხოვრებელ კორპუსში ქირით ცხოვრობდნენ. როგორც ისინი ამბობენ, გადაუხდელობის გამო, ოჯახს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება გუშინ შეუწყვიტეს და, სავარაუდოდ, სანთელი აანთეს.
შეგახსენებთ, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა (ფოტო)
ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი
მასალის გამოყენების პირობები