ახალი ამბები
კომპანია „Jan De Nul Group“-თან ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 1938 წელს დაარსებული “Jan Del Nul Group” საერთო ჯამში 7 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

როგორც ისინი განმარტავენ, სახელშეკრულებო მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება და შემდეგ, ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება.

მათ ფესბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანიის გამოცდილება ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ძირითადი ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და აშ.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ისინი ამბობენ, რომ იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.

შეგახსენებთ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება კერძო პარტნიორის შერჩევას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 25 ივლისს თქვა, რომ საბოლოო ეტაპი 26 ივლისს დასრულდებოდა და მშენებელ კომპანიასაც სწორედ ამ დღეს გამოავლენდნენ.

ცნობისთვის, მინისტრის განმარტებით, პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა, რადგან სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ მისგან მიიღო. პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.


ამავე თემაზე: 

შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - ეკონომიკის სამინისტრო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი

ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩიჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე

ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საარბიტრაჟო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.