აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონში ერთობლივი რეიდი ჩაატარეს.
„გალ მედიას“ თანახმად, „პროფილაქტიკური ღონისძიებები“ ნაბაკევში, ფიჩორში, ოტობაიასა და თაგილონში ჩაატარეს. ამავე ცნობით, მათი მიზანია ე.წ. საზღვარზე „მიგრაციის უკანონო არხების“ აღკვეთა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სუს - მა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. საზღვრის „უკანონო კვეთის ხელშეწყობისთვის“ საქართველოს სამი მოქალაქე
დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი დაგმეს და
განაცხადეს, რომ “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა; ირაკლი ბებუა, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე:
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - სუს-ი
აფხაზეთში ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაგალში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს სოხუმის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
"ჯაშუშობის" ბრალდებით აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე ირაკლი ბებუას საქმე განიხილეს - სახელმწიფო მინისტრის აპარატი"აფხაზური" დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთლობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები