ახალი ამბები
საქმის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება, დაგვჭირდეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ აგენტების კანონის განხილვისას ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე, თუ რა შემთხვევაში მოითხოვს რეესტრი მის გამოთხოვას.

მისი თქმით, 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრი ვალდებული იქნება, აწარმოოს ორგანიზაციების მონიტორინგი.

"თუ კი განსაკუთრებული კატეგორიის მუხლზე მიუთითა კანონმა, ეს საჯარო რეესტრს აძლევს საშუალებას, რომ ორგანიზაციას, რომელსაც სურს თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ჩვენ შეგვიძლია გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა დაგვხვდეს ისეთი ბარიერები, როგორიცაა "ეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია". წინასწარ ვერავინ იტყვის, საქმის შინაარსისგან გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო. ყველა საქმე არის უნიკალური და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია, თუ განზრახვაა, რომ მოგვატყუონ და ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება", - თქვა დევიძემ.

ცნობისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები გულისხმობს: ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას,

პოლიტიკურ შეხედულებებს,

რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს,

პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას,

სქესობრივ ცხოვრებას,

ბრალდებულის, მსჯავრდადებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდადებას, ნასამართლობას, განრიდებას,

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას

აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის განხილვა დაიწყო. სხდომაზე განიხილავენ კანონის წინააღმდეგ შეტანილ ოთხ სარჩელს: 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის, პრეზიდენტის და ოპოზიციონერი დეპუტატების, ასევე, მედიების - "მთის ამბებისა" და "სტუდია მონიტორის". განმწესრიგებელი სხდომა 31 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან ე.წ უცხოელი აგენტების კანონი ძალაში შევიდა. ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებას გულისხმობს და ის სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისთვის, რომლის მთლიანი შემოსავლის (1 წლის განმავლობაში) 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნისგან მიღებული დაფინანსებაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. მის გასაპროტესტებლად ქვეყანაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა, მოქალაქეების ნაწილი განმარტავს, რომ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.


ამავე თემაზე: 

არასამთავრობო ორგანიზაციები "აგენტების" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.