გალის რიონის, სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „გალ-მედიას“ გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ადლეიბამ განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლის კერების ქრობას, გუშინ და დღეს მოსულმა წვიმებმა შეუწყო ხელი.
ამავე ცნობით, პოლიგონის ტეროტორიიდან უკვე გაიყვანეს სოხუმიდან ჩამოყვანილი სპეცტექნიკა, ადგილზე გალის რაიონის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების რჩებიან, რომლებიც პატარა კერებს აქრობენ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, ისინი ზედაპირზე დარჩენილი ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აწარმოებენ.
შაშიკვარას ნაგავსაყრელზე
ხანძარი, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩნდა. მას ამ დრომდე
აქრობდნენ. გალის რაიონში, მზიურის თემის სოფელ შაშიკვარასთან ნაგავსაყრელი
ივლისშიც იწვოდა. ცეცხლი დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, მისი ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხერხდა.
აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან
გალის პოლიგონზე გაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები