აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა გალში გამართულ შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს და გალის ჰუმანიტარულ კოლეჯს რუსული წიგნები გადასცა საჩუქრად, წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, ვლადისლავ კულიკოვი, გალში შეხვდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მირზაყანის“ წევრებს, რომლებიც 6 - 7 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ რიაზანში გამართულ „უძველესი ქალაქების VII საერთაშორისო ფორუმში“ იღებდნენ მონაწილეობას.
11 სექტემბერს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ სააგენტოს წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად მუშაობს, კერძოდ სოხუმსა და გალის რაიონში, ხოლო აფხაზი სტუდენტები სასწავლებლად რუსეთში მიდიან. „მოწინააღმდეგეები ცდილობენ აფხაზეთი რუსეთს „მოწყვიტონ“, - ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. მისი თქმით, "ოპონენტები და კონკურენტები ცდილობენ, "აფხაზეთი ჩამოაშორონ რუსეთს, ძალიან აქტიურად მუშაობენ და ამაში უზარმაზარ რესურსებს დებენ, ამას უნდა დავნებდეთ? რა თქმა უნდა, არა“, - აღნიშნა მან.
მიმდინარე წლის ივნისში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გალში
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გაიხსნის შესახებ განაცხადა.
მანამდე 2023 წლის ივლისში გალში
რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა.
“როსსოტრუდნიჩესტვო“ (რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის) წარმომადგენლობა სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი ამოცანაა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა".
ამავე თემაზე:
DRI გალში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბრობს
მასალის გამოყენების პირობები