დღეს, 23 სექტებერს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლურ სკოლა - გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
,,ათინათს’’ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ბულიამ დაუდასტურა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ სკოლაში სწავლა რემონტის გამო ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო.
რაც შეეხება სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში და ასევე ქალაქის მეორე და მე-11 საჯარო სკოლებში, სადაც ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ახლომდებარე სკოლებში გრძელდება.
ცნობისთვის, წელს ზუგდიდის საჯარო სკოლებმა 1268 პირველკლასელი მიიღეს, კერძო სკოლებში კი 80 მოსწავლე მივიდა.
ამავე თემაზე:
წელს ზუგდიდის სკოლებში 1240 - მდე პირველკლასელი წავა
ზუგდიდის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები