სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს. 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება.
სააგენტოს ცნობით, სამგერლო - ზემო სვანეთში ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:
• მარტვილი - გახოკიძის ქ.N5
• აბაშა - ჩიქოვანის ქ.N13
• სენაკი - რუსთაველის N235
• ხობი - ც. დადიანის N185
• ჩხოროწყუ - აღმაშენებლის N11
• წალენჯიხა - გამსახურდიას N9
• ფოთი - კოსტავას ქ.N193
• მესტია - ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ
• ზუგდიდი - კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.
ასევე დაავადების საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ტარდება ზუგდიდში,
,,ვეტჰელსის'' კლინიკაში.28 სექტემბერს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
ამავე თემაზე:
28 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება - სეს
მასალის გამოყენების პირობები