შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის სტატისტიკით, უწყების თანამშრომლებმა 2024 წლის მესამე კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 90 პირი შეამოწმეს.
მონაცემების მიხედვით, მათგან 72-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილი და დადებითი შედეგის მქონე პირებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. აღნიშნულ ჯგუფში 41 შემოწმებულიდან 33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამავე ცნობით, 45-დან 60 წლის ჩათვლით, ნარკოტესტირება 37-მა ადამიანმა გიარა, 31-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა. 60 წლის ზევით შემოწმებული 6 ადამიანიდან 3-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
ცნობისთვის, გასული 3 თვის სტატისტიკა გაუარესებულია. 2024 წლის
მეორე კვარტალში რეგიონში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ტესტირებისთვის 77 პირი წარადგინეს, მათგან 63-ს კი თრობა გამოუვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები