ახალი ამბები
ხაიშსა და ჭუბერში კრიპტო მაინინგის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება - მესტიის მერი
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებს, კრიპტო მაინინგის გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.

მისი თქმით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ე.წ ბიტკოინის აპარატების მფლობელები ისევ იმავე დატვირთვით მოიხმარენ ელექტროენერგიას, რამაც კრიზისული მდგომარეობა და ტრანსფორმატორის გათიშვა გამოიწვია.

"ამ წუთას რა ხდება, დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ისევ დიდი დატვირთვით ხდება ელექტროენერგიის მოხმარება. ახლაც შუქის გარეშეა ხაიში და ჭუბერი დარჩენილი და, როგორც ჩანს, ეს მუნიციპალიტეტში მაინინგის პრობლემას უკავშირდება. მოსახლეობა გამოსული იყო. კრიპტო აპარატების მფლობელები რას აპირებენ არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გამორთონ და მისცენ მოსახლეობას, მოქალაქეებს ელექტროენერგიის გამოყენების საშუალება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მაინერების მფლობელებს მოუწოდა, გამორთონ ბიტკოინის აპარატები.

ცნობისთვის, იგივე პრობლემის შედეგად გამოწვეულ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, 2021 წლის 30 დეკემბერს, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კრიპტოვალუტის წარმოებას შეწყვეტდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.