ახალი ამბები
სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ უკვე მე-3 დღეა პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეების ნაწილი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომელიც 2028 წლის ბოლომდე, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს არ აპირებს.

ზუგდიდელებისა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.

"ვაპროტესტებთ მიტაცებულ და მოპარულ არჩევნებს, შემდეგ კი ის საშინელება, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ჩადის. უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ქართველ ხალხს, რომლებიც ტელევიზორში უყურებენ, რაც ქვეყანაში ხდება, მოვუწოდებ, გამოვიდნენ. მე მოხუცი კაცი ვარ და შევძელი გამოსვლა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, გამოვიდნენ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ევროკავშირის დროშა, რომლითაც მე მოვედი, არის გაცოცხლება საქართველოს იმ გმირებისა და წარსულისა, რომელიც სულხან საბა ორბელიანითა და სხვებით იწყება და დღესაც არ არის დასრულებული", - თქვა ადვოკატმა, თორნიკე ბერაძემ.

"დღეს ვაპროტესტებ აბსოლუტურად გაუგონარ ძალადობას, მსგავსი რამ 9 აპრილის მერე, მე არ მინახავს, ეს იყო სისასტიკის გამოვლენის მაქსიმუმი, რაც შეიძლება საკუთარ მოქალაქეს გაუკეთო, ამით "ქართულმა ოცნებამ" კი არ "გაჟონა", არამედ, საბოლოოდ "გაასხა", ალბათ ყველა დონეზე, უსამართლობით, აბუჩად აგდებით, უნამუსოდ მოტყუებით, მთელი წლების განმავლობაში და აი, ამდენი დაგროვილი, ნაწვალები, ნაკოწიწები ეს გზა ევროპისკენ, უცბად რომ ჩაიხერგა, აი, ასეთი ძალადობის ფორმით", - გვითხრა, აფხაზეთიდან დევნილმა აქციის მონაწილემ, ხათუნა ჯაფავამ.

მისი თქმით, დღეს ყველა უნდა დადგეს ჯანსაღი პოზიციის მხარეს, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქემ, რომ ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.

გულნარა კაციტაძე, რომელიც საპროტესტო აქციას მცირეწლოვან შვილებთან ერთად ესწრება, რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია აუცილებელია მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის. მისი განმარტებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია პედაგოგებიც ჩაერთონ.

"როცა კანონი თავზე დაგვახიეს, კონსტიტუციის 78-ე მუხლი და რა უნდა ვქნათ, არ არის გამოსასვლელი? მე გამოვედი ჩემის შვილების მომავლისთვის, აქ ვიდგები, სხვა გზა, გამოსავალი, არ არის, უნდა გავიმარჯვოთ! სკოლის პედაგოგებს, ბაღის პედაგოგებს მოვუწოდებ, პროტესტი გამოხატონ. ჩემს შვილს პროტესტის ნიშნად, არ ვუშვებ სკოლაში", - გვითხრა მან.

წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად ხმები გააყალბა და ხალხის არჩევანი მიითვისა, შემდგომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შელახა, ბოლოს კი კონსტიტუცია მიისაკუთრა.

"შეიძლება ითქვას, რეალურად, ხელისუფლებამ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში მკაფიოდ წერია, რომ ის იღებს ვალდებულებას, ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ გეგმავენ არანაირ დიალოგს ევროპასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ გვაბრუნებენ რუსულ სივრცეში. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ახალგაზრდებისადმი, კრიტიკულად განწყობილი მედიისადმი. ვნახეთ, როგორი დაუნდობელი ძალით უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ ნებას გამოხატავენ. შესაბამისად, ქართველი ხალხი თავის ისტორიულ მონაპოვარს არ დათმობს. ძალიან სერიოზული გამოსვლებია რეგიონებშიც. რამდენიმე საათის წინ, წალენჯიხის მერიამ ძალიან მკაფიო განაცხადი გააკეთა. ეს ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია და მან ხელისუფლების ეს ქმედება შეაფასა, როგორც კონსტიტუციური გადატრიალება", - თქვა ბელქანიამ.

,,გახარია საქართველოსთვის'' წარმომადგენლის, გიორგი მორგოშიას თქმით, ის, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, ასევე, ახალგაზრდების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას აპროტესტებს.
"დღეს ისევ ვიკრიბებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, ვაპროტესტებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს მარაზმი, საკუთარი მოსახლეობის წინაშე უმოწყალოდ ასე ახალგაზრდების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი ჩააცხროს მშვიდობიანი ფორმებით და მისცეს მოსახლეობას ახალი, თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელიც მოჰპარა ქართველ ხალხს"", - ამბობს მორგოშია.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. დღეს, ზუგდიდში, ასევე გაიმართა სამეგრელოს მედიის წარმომადგენლების აქციაც. ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში საპროტესტო მიტინგის დროს დაშავებულ კოლეგებს. შეგახსენებთ, დედაქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე: 

ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს - წალენჯიხის მერია

სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს - "გამოფხიზლდით!"

აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)

რუსეთი მტერია, გამარჯვება გარდაუვალია - მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად"

ზუგდიდელები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)

ზუგდიდში სამხარეოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ზუგდიდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გურამ როგავას სოლიდარობა გამოუცხადეს

საგარეო უწყების 113 თანამშრომელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

ზუგდიდელი მასწავლებლები დროებით საგაკვეთილო პროცესს წყვეტენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.