საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ცნობისთის, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, 13 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე პერმანენტულად შეფერხებებია, ასევე 14 დეკემბერს, უამინდობის გამო, გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების
რეისები, 15 დეკემბრიდან კი სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა
განახლდა.ამავე თემაზე:
ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
თოვის გამო,თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე შეზღუდვებია
მასალის გამოყენების პირობები