აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
დე ფაქტო პარლამენტი სოხუმის ხელისუფლების გენპროკურატურის მიმართვას ელოდება, რომ მას
დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.
მანამდე, ხარაზიაზე
ძებნა გამოცხადდა.
„დეპუტატებს“ შორის დაპირისპირება
„საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია კი დაიჭრა. ადგურ ხარაზია კი ადგილიდან მიიმალა.
მასალის გამოყენების პირობები