ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
კოლეგისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებას მხარი ადგილზე მყოფი 35- დან 28 „დეპუტატმა“ დაუჭირა.
აფხაზური მედიის ცნობით, ხარაზია ეჭვმიტანილია მკვლელობასა და მვლელობის მცდელობაში და შესაბამისად, მის მიმართ გამოძიება, სისხლის სამართლის ორი მუხლით აღიძვრება.
„დეპუტატებს“ შორის
დაპირისპირება „საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია კი დაიჭრა.
ხარაზია ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე
ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები