რეგიონი
ზუგდიდში ,,ერთობის ჯაჭვი'' გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
დღეს 28 დეკმბერს, ზუგდიდი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა. 3 საათზე მოქალაქეები დადიანების სასახლესთან შეიკრიბნენ, რათა ცოცხალი ჯაჭვი შეეკრათ.
მიუხედავად წვიმისა და ქარისა, სხვადასხვა თაობის ადამიანები მოვიდნენ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

ზუგდიდელების გარდა, აქ არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ჩოხოსნები, დევნილები აფხაზეთიდან.

„მე მგონი სწორი გზაზე ვდაგარ, რასაც ჰქვია ევროპის გზა, მე მგონი ევროპის გზა მოიტანს, კარგ განათლებას, მშვიდ ცხოვრებას, ახალგაზრდობისთვის“, - გვითხრა, ეტნიკურად აფხაზმა ანტონინა ზანთარიამ, რომლიც შვილთან და ოჯახსი სხვა წევრებთან ერთად იდგა ცოცხალ ჯაჭვში.

მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ერთობის ჯაჭვი გაიშალა დადიანების სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე.

მოქალაქეები, რომლებიც ჯაჭვში იდგნენ, მოუწოდებდნენ გამვლელებს, შეერთებოდნენ მათ. ისმოდა შეძახილები, „სად მივდივართ, ევროპაში“ , „საქართველოს დიდება - ერთობას“ დიდება.

„დღეს თოთოეული ჩვენთაგანი ვდგავართ, ევროპული მომავლისთვის, გვინდა რუსული კლანჭებიდან გაქცევა, არ გვინდა, რომ ჩვენი თაობა და არა მარტო, არამედ, შემდეგი თაობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, გაიზარდონ რუსული რეჟიმის ქვეშ, ვგმობთ ამ ყველაფერს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობას და რუსულ ხელისფულებას, რა თქმა უნდა“, - ამბობს, მარიამ ნარმანია, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი.

თავისუფლების მოედანზე, სადაც დასრულდა ჯაჭვი, აქციის მონაწილეებმა, საქართველო - ევროკავშირის დიდი როშა გაშალეს. მათ შეასრულეს საქართველო ჰიმნი, ასევე „შავლეგო“ და მეგრული „აბა, ულა“.

,,დღეს ჩვენი ერთობა გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარ სათქმელს, იმიტომ რომ, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება არის ზეპარტიული საკითხი, ამ პროცესებმა გააერთიანა საზოგადოება, ყველა პროფესიის ადამიანი. ეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს იდენტობას, ქართველობას, ჩვენს ევროპულ მომავალს’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ადგილობრივმა მეწარმემ გულნაზი გახარიამ.

ამის შემდეგ, „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 30 დღეზე მეტია, პროევროპული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დღეს, „ერთობის ჯაჭვი" საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ამავე თემაზე:

„ერთობის ჯაჭვი“ ზუგდიდში დადიანების სასახლიდან დაიწყება

პროტესტის ერთი თვე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.