ახალი ამბები
ევროპული ახალი წელი ზუგდიდში - მოქალაქეები 2025 წელს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდებიან
31 დეკემბერს, 22:00 საათზე, ზუგდიდში მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდებიან.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ წელს საზოგადოების მთავარი სურვილი საქართველოს თავისუფლება და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება იქნება.

"ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და ვინ გვყავს ერთმანეთზე ძვირფასი იმ ადამიანებს, ვინც ერთმანეთი ბრძოლის ველზე გავიცანით? ვინც დარსა და ავდარში ერთად ვიდექით, ვინც ათეულობით კილომეტრი ვიარეთ მთელს ქალაქში "საქართველოს გაუმარჯოს!" ძახილით, ვინც ჩვენი ჩაჭიდებული ხელებით შევკარით ერთობის ჯაჭვი, ვინც დავიჯერეთ, რომ ერთად დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა", - ვკითხულობთ სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე.

მათი თქმით, ხვალ, აქციის მონაწილეები ერთმანეთს ბრძოლის მოტივაციასა და დადებით ენერგიას გაუზიარებენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში პროევროპული აქციები გრძელდება - პროტესტის 32-დღე (ფოტო)

პროტესტის ერთი თვე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.