დღეს, 6 იანვარს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან 22:00 საათიდან შეიკრიბებიან და შობის ღამეს ერთად შეხვდებიან. ამის შესახებ
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს და ერთად აღნიშნონ დღესასწაული საქართველოს თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
"ტრადიციულად, შობისთვის სამეგრელოში დიდი ხნით ადრე ემზადებიან, დღევანდელ დღეს იკვლება "საქირსო" ღორიც, ოჯახის წევრები აუცილებლად სახლში ხვდებიან, ოჯახის ხვავს და ბარაქას ავედრებენ სამყაროს შემოქმედს.
წელს სხვანაირი შობა გვაქვს - საპროტესტო.
6 იანვარს, 22 საათზე, გამოდი სამხარეო ადმინისტრაციის წინ - იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენი ხმის წართმევა, ვეღარავინ გაბედოს ჩვენი მეგობრების დატყვევება, აღარასდროს დავბრუნდეთ 90-ინების წარსულში, არასდროს მივუბრუნდეთ რუსეთს, ბავშვები აღარ მოგვიკვდნენ სიღარიბისგან და საერთოდ, არავინ გვიკვდებოდეს სიღარიბის გამო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 5 იანვარს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეებმა უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს ოკუპირებულ გალში ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას. აქციაზე არ იყო სიტყვით გამოსვლები და საპროტესტო შინაარსის სიმღერები.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გაიმართა (ფოტო)
„არ შეეგუო, იმოქმედე“, - ზუგდიდში პროტესტი გრძელდება (ფოტო)
დაიბედე გამარჯვება - წინააღმდეგობის 36 - ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები