ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე ხვალ სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე
6 იანვარს იყო გამოცხადებული.ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ბებია თავდაპირვეალდ რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, ახლა კი
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.
ცნობისთვის, 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე
ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები