"პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა შვებულებაში გავიდა.
მისივე განკარგულებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში "პრეზიდენტის" მოვალეობის შესრულება ე.წ. პრემიერ - მინისტრს, ვალერი ბგანბას დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი".
მედიის თანახმად, ბგანბა დე ფაქტო მთავრობის მეთაურის მოვალეობას 2024 წლის 20 ნოემბრიდან ასრულებს. მისი კანდიდატურა შეთანხმებული იყო ოპოზიციასთან, რომელმაც აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომას მიაღწია.
სხვადასხვა წლებში ვალერი ბგანბა იყო "პრემიერ-მინისტრი", "პარლამენტის" სპიკერი, 2020 წელს კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი .
ამასთან ერთად, ბადრა გუნბა, 10 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბესლან ბიგვავას შვებულებაში გასვლის შესახებ, მისი "ვიცე-პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მის მოვალეობას, პირველი მოადგილე, არტიმონ გაბელაია შეასრულებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში "წინასაარჩევნო" კამპანია ოფიციალურად დაიწყო. "საპრეზიდენტო" არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ" ამ დრომდე, ოთხი "საპრეზიდენტო" კანდიდატი დაარეგისტრირა:
"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;
ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერი - ადგურ არძინბა;
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;
"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;
კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარის - ადგურ ხურხუმალის დოკუმენტაცია ამ დრომდე განხილვის პროცესშია.
სხვადასხვა მიზეზების გამო „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კან კვარჩიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.
კან კვარჩია, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს „პარლამენტის“ შენობაში დაჭრეს, აცხადებს, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იბრძოლებს. როგორც ცნობილია, იმავე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას, ამ დრომდე ეძებენ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა
დაფინანსება
მასალის გამოყენების პირობები