დღეს 15:00 საათიდან, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოში, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან.
გაფიცვა 3 საათი გაგრძელდება. პროტესტის მოთხოვნები კი უცვლელი რჩება - დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.
ცნობისთვის, გაფიცვას, სამეგრელოს მასშტაბით შეუერთდნენ ასოციაცია
,,ათინათი'', ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", სოციალური საწარმო "მეგობარი" , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნეოგენი’’ , ხის სახელოსნო ციცისგან, ასოციაცია ,,მერკური'' , სათამაშოების მაღაზია ,,ბაბილინა'' , საოჯახო სასტუმრო Green House hotel, ასოციაცია ,,ხელები მშვიდობისთვის", საოჯახო ბიზნესი ,,ამიდას აჯიკა'' , ბოსტნეულის ცუკატებისა და ჩირების საწარმო ,,კოპეშონი'' და ასოციაცია ,,ქსენონი''.
ამავე თემაზე:საყოველთაო გაფიცვას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება
„Mego Bar”- ი საყოველთაო გაფიცვას უერთდება
დღეს ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" პროტესტის ნიშნად დროებით აჩერებს მუშაობას
ასოციაცია "ათინათი" საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა
მასალის გამოყენების პირობები