ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში სროლა იყო, შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას, "აიაირა" ავრცელებს.
ამავე ცნობით, შემთხვევა 29 იანვარს, სოფელ მაჭარაში მოხდა.
28 წლის მამაკაცი, ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოცემის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული. პოლიცია დამნაშევეებს ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები