წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მოთხოვნის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე 3 თებერვალს ჩავიდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემ გაავრცელა.
მათი თქმით, ახლა არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი, ახალი ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ჯგალში მცხოვრებ 160 ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.
ვერავას თქმით, პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება. მანამდე კი არსებული ქსელის აღდგენა განხორციელდება.
ცნობისთვის, ჯგალში მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ,
3 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, წალენჯიხა-ჩხოროწყუს ცენტრალური გზა გადაკეტეს.
მასალის გამოყენების პირობები