ახალი ამბები
სოხუმთან საინვესტიციო შეთანხმებას დავუბრუნდებით, მხოლოდ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, - მოსკოვი
მოსკოვში აცხადებენ, რომ სოხუმთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხს, ისევ დაუბრუნდებიან, თუმცა, ამჯერად, “უზრუნველყოფენ ორმხრივი ინტერესების ბალანსს, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“, ამის შესახებ რუსეთის ვიცე - პრემიერმა ალექსნდრ ნოვაკმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდნეტობის“ კანდიდატთან, ბადარა გუნბასთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.

„ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს“, - აღნიშნა მან.

ბადრა გუნბამ, თავის მხრივს, ხაზი გაუსვა, რომ ”აფხაზეთი გააგრძელებს რუსეთიდან ინვესტიციების მოსაზიდად პირობების შექმნას“.

ცნობისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.

ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ერთ - ერთია იმ 5 კანდიდატს შორის, რომელიც კენჭს იყრის  „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა.

6 თებერვალს, ბადრა გუნბას "ვიზიტის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსკოვში განაცხადეს, რომ 7 თებერვლიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს აღუდგენს ელექტროენერგიის მიწოდებას, ასევე დღეს შესრულდება პირველი სატესტო რეისი მოსკოვიდან სოხუმის აეროპორტში.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.