ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დილის საათებში, ბორჯომის ქუჩაზე, ერთ - ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცი, სახლში მარტო იმყოფებოდა. მათივე თქმით, მას, სავარაუდოდ, ეძინა, ცეცხლის გაჩენის მომენტში.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახურები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მასალის გამოყენების პირობები