ახალი ამბები
როდესაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, წაგვართვა იგი - “პრეზიდენტობის” კანდიდატი, ადგურ ხურხუმალი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ- ერთმა კანდიდატმა ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“, როცა ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“.

ამის შესახებ, მან „აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში მიმდინარე დებატების დროს ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს თავისი ინტერესების პატივისცემას.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეზობელი. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი შეხედულებების მიმართ პატივისცემა. ეს დღეს არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოკიდებული. როდესაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, წაგვართვა იგი. რატომ დავთმეთ ის?" - თქვა მან.

ხურხუმალის მტკიცებით, აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთპატივისცემას უნდა ესწრაფოდეს.

„ჩვენ ხალხთან ერთად შეგვიძლია წინსვლა და განვითარება, ისე რომ რომ მათ [რუსეთს] ჩვენდამი პატივისცემა ჰქონდეთ და ეს ორმხრივი იყოს. ეს არის ის, რასაც დღეს უნდა მივაღწიოთ. პერიმეტრის გასწვრივ საზღვრები უნდა დავკეტოთ, დამოუკიდებლად გამოვიკვებოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ყველას გარეშე შეგვიძლია ცხოვრება. აი, მაშინ გვექნება დამოუკიდებლობა და ბევრი რამის კეთებას ვისწავლით“, - თქვა ხურხუმალმა.


ცმობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობისთვის“ 5 კანდიდატი იბრძოლებს:

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი - ადგურ არძინბა;

აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, - ადგურ ხურხუმალი.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ.

აფხაზური მედიის ცნობით, თავისი კანდიდატურები ასევე მოხსნეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.