საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კვლავ ნარჩუნდება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ამავე გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით,
21 თებერვლამდე საქართველოში ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. სინოპტიკოსები საავტომობილო გზებზე ლიპყინულს, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობას პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები