მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული.
„მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან
დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.
8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს.
ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!“ – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები