წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია, ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამა ბელქანია წერს სოციალურ ქსელში.
„მადლობა სახანძრო სამსახურს და ყველას ვინც ამ დრომდე, ჩართული იყო ცეცხლის ჩაქრობაში. მოსახლეობას კი კვლავ მივმართავთ: ნუ დატოვებთ უკონტროლოდ ცეცხლს, ის იწვევს ხანძარს!“, - ვკითხულობთ ინფორმაციში.
16 მარტს საღამოს საათებში, ბელქანია წერდა, რომ
ხანძრის 25- მდე კერა გაჩნდა სხვადასხვა ლოკაციაზე. მისივე ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა იყო საჩინოსთან, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები