ახალი ამბები
პროტესტის 121 - ე დღე და საჯარო ლექცია ზუგდიდში
120 დღეზე მეტია, რაც ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ისევე, როგორ წინა თვეებში, მოქალაქეები დღესაც, 19 საათიდან შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
მათ ადგილზე მიიტანეს, საქართველოს , ევროკავშირის, აშშ-ს და უკრაინის დროშები და საპროტესტო შინაარსის ბანერები.

სხვადასხვა თაობის ადამიანების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნები, უცვლელია, ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და აქციებისას დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.

დღეს განსხვავებული ფორმატით წარიმართა შეკრება, მას 20 საათიდან შეუერთდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი საჯარო ლექცია/დისკუსიით თემაზე: „რეპრესიების მექანიზმები: რუსული ოკუპაციის გამოცდილება და თანამედროვე პარალელები“.


მან ისაუბრა  რუსული ტოტალიტარული საოკუპაციო რეჟიმის 1920-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების კამპანიებზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის პოლიტიკური ბრძოლისა და წინააღმდეგობის გამოცდილებაზე.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა დასაქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.